დოლიძე: ვფიქრობ, თოფურიასა და მახაჩევის ჩხუბი გაიმართება
UFC-ის საშუალო წონითი დივიზიონის ქართველმა მებრძოლმა, რომან დოლიძემ ილია თოფურიასა და ისლამ მახაჩევს შორის ჩხუბის პერსპექტივაზე ილაპარაკა.
მანამდე პრომოუშენის პრეზიდენტმა, დენა უაითმა აღნიშნული ბრძოლის ორგანიზების პირობა დადო იმ შემთხვევაში, თუ დაღესტნელი ქვესაშუალო წონაში ჩემპიონს, ჯეკ დელა მადალენას დაამარცხებს.
„ვფიქრობ, ეს ჩხუბი გაიმართება. ძალიან დიდი ინტერესია ხალხისგან ამ ჩხუბის მიმართ. თუ UFC ჩათვლის, რომ ეს ბრძოლა მომგებიანია, აუცილებლად დააორგანიზებენ“, - თქვა დოლიძემ.
შეგახსენებთ, რომ მახაჩევი და დელა მადალენა საჩემპიონო ქამრისთვის 15 ნოემბერს, UFC 322-ზე იჩხუბებენ.