ილია თოფურია, არმან ცარუკიანი
Aa
Aa

„70 პროცენტით ილიასთან ვიჩხუბებ“ | არმან ცარუკიანი სამომავლო გეგმებზე

UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, არმან ცარუკიანმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ცარუკიანმა განაცხადა, რომ 70 პროცენტით, მომდევნო ორთაბრძოლას საჩემპიონო ქამრისთვის გამართავს და ილია თოფურიას დაუპირისპირდება.

„რამდენია ჩემი და ილიას ჩხუბის ალბათობა? მაქსიმალური, რადგან ტიტულის ნომერ პირველი პრეტენდენტი ვარ. თუმცა, UFC-ის შეუძლია გააკეთოს ყველაფერი, რასაც მოისურვებს. ჩემი მომდევნო ჩხუბი საჩემპიონო ქამრისთვის რომც არ იყოს, გავიმარჯვებ და დავამტკიცებ, რომ სატიტულო ბრძოლას ვიმსახურებ.

ვფიქრობ, 70 პროცენტით, ილია თოფურიასთან ვიჩხუბებ და მომდევნო დაპირისპირება სატიტულო იქნება. UFC-ის არავინ შემოუთავაზებია და საუბარი მხოლოდ საჩემპიონო ორთაბრძოლაზე მიდის.“

შეგახსენებთ, რომ ცარუკიანმა ბოლოს ჩარლზ ოლივეირას წინააღმდეგ იჩხუბა და „დუ ბრონქსი“ მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„თოფურიამდე ჩემთან ჩხუბი მოუწევს“ - ცარუკიანი ჰუკერმა გამოიწვია
„თოფურიამდე ჩემთან ჩხუბი მოუწევს“ - ცარუკიანი ჰუკერმა გამოიწვია