არმან ცარუკიანი, დენ ჰუკერი
Aa
Aa

„თოფურიამდე ჩემთან ჩხუბი მოუწევს“ - ცარუკიანი ჰუკერმა გამოიწვია

UFC-ის ხელმძღვანელების მხრიდან არაერთი განცხადების მიუხედავად იმის თაობაზე, რომ არმან ცარუკიანის მომდევნო ორთაბრძოლა სატიტულო არ იქნება, სომეხი მებრძოლი იმედს არ კარგავს, რომ ამ წლის ბოლოს ილია თოფურიას შეხვდება. რა გადაწყდება ამ ყველაფერთან დაკავშირებით, ჯერჯერობით უცნობია. იქამდე კი, მსუბუქ წონით დივიზიონში მიმდინარე მოვლენებზე საკმაოდ საინტერესო კომენტარი გააკეთა დენ ჰუკერმა, რომელსაც აშკარად ეტყობა, რომ სიტუაციას რეალურად აფასებს და არმანისგან განსხვავებით, რეალობას მოწყვეტილი არ გახლავთ.

რას ამბობს ჰუკერი

გულწრფელები რომ ვიყოთ, ცარუკიანი პირადად ჩემთვის მოსიარულე ქვიშის ტომარაა, თუმცა საკმაოდ კარგი მებრძოლია და არ მიკვირს, მასთან დაპირისპირებას თავს ჩემპიონებიც რომ არიდებენ. როგორი სიტუაცია იკვეთება დივიზიონში? ილიამ თქვა, რომ არმანთან ჩხუბს არ აპირებს, UFC-ის ხელმძღვანელები აცხადებენ, რომ ცარუკიანს სატიტულო ბრძოლამდე კიდევ ერთი მოგება დასჭირდება და რა გამოდის? ჩარლზ ოლივეირამ, რომელიც რეიტინგში ჩემსა და სომეხს შორისაა, ახლახანს იჩხუბა და ლოგიკურად გამოდის, რომ არმანი თოფურიამდე მისასვლელად მე უნდა დამიპირისპირდეს.

ცნობისათვის, არმან ცარუკიანი უკვე წელიწადზე მეტია ოქტაგონში არ შესულა - ბოლოს სომეხი 2024 წლის აპრილში ჩარლზ ოლივეირას დაუპირისპირდა და „დუ ბრონქსი“ მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„მოშარდვის დროს არ დაჯდეს“ - არმანმა ილიას ისლამის სიტყვები შეახსენა
„მოშარდვის დროს არ დაჯდეს“ - არმანმა ილიას ისლამის სიტყვები შეახსენა