რიზესპორი, დავით კერესელიძე
Aa
Aa

რიზესპორს გორის დილას მეკარის დამატება სურს

თურქული სუპერლიგის კლუბ „რიზესპორს“ გორის „დილას“ მეკარის, დავით კერესელიძის დამატება სურს. ამის შესახებ თურქული გამოცემა DHA იტყობინება.

გამოცემის ცნობით, კერესელიძე „რიზესპორის“ სატრანსფერო სამიზნეთა სიაში მას შემდეგ მოხვდა, რაც ზაფხულში კლუბი ტარიქ ჩეტინმა დატოვა და „ფენერბაჰჩეში“ გადაბარგდა.

რას წერს გამოცემა:

„25 წლის მეკარეს, რომელიც გასულ სეზონში საქართველოს ჩემპიონატის საუკეთსო მეკარედ დასახელდა, ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში დებიუტი მიმდინარე წლის ივნისში ჰქონდა. 191 სმ სიმაღლის მქონე ახალგაზრდა მეკარემ „დილაში“ ჩატარებული 34 მატჩიდან 15-ში კარი მშრალად შეინახა.

„რიზესპორი“ მეკარის ძებნას ტარიქ ჩეტინის წასვლის შემდეგ შეუდგა. ევროპული კლუბებიდან მეკარის მოყვანის წარუმატებელი მცდელობების შემდეგ კლუბმა ყურადღება კერესელიძეზე გაამახვილა და მოლაპარაკებებს დაჩქარებული წესით აწარმოებს.

ცნობილია ისიც, რომ კერესელიძეს მსურველები ნიდერლანდურ კლუბებს შორისაც ჰყავს, „დილასთან“ მისი კონტრაქტი კი 2026 წლის ბოლომდე მოქმედებს. დიდი ალბათობით, ოფიციალური შეთავაზებით „რიზესპორი“ „დილას“ უახლოეს დღეებში მიმართავს“.

აქვე გეტყვით, რომ „რიზესპორმა“ თურქეთის სუპერლიგის გასული სეზონი მე-9 ადგილზე დაასრულა.

ფოტო: FC Dila Gori

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კონტრაქტს ხელს დღეს მოაწერს | გოგლიჩიძის უდინეზეში გადასვლა მალე დადასტურდება
კონტრაქტს ხელს დღეს მოაწერს | გოგლიჩიძის უდინეზეში გადასვლა მალე დადასტურდება