„სარჩელის საფუძველი არ არსებობს“ - ნიჟნი ნოვგოროდი ორბის პასუხობს
„პარი ნიჟნი ნოვგოროდის“ მტკიცებით, ვახო ბედოშვილის გაფორმებისას, არანაირი წესი არ დაურღვევია.
მანამდე საქართველოს მესამე ლიგის კლუბმა „ორბმა“, რომელიც 21 წლის ფეხბურთელის სატრანსფერო უფლებებს ფლობდა, განცხადა, რომ ისინი რუსული კლუბის წინააღმდეგ სარჩელს შეიტანენ.
„პარი ნიჟნი ნოვგოროდის“ სპორტული დირექტორის, ალექსანდრ უდალცოვის თქმით, სარჩელის არანაირი საფუძველი არ არსებობს.
„მიმართავენ თუ არა ფიფას, ეს „ორბის“ პირადი საქმეა. ვახო ბედოშვილის საიჯარო კონტრაქტში ხაზგასმით ეწერა გამოსასყიდი თანხა, რომელიც ჩადებული იყო მისი ყოფილი კლუბისა და „გარეჯის“ საიჯარო შეთანხმებაში. გადავიხადეთ და კონტრაქტი გამოვისყიდეთ. ალბათ, ეს სხვა გუნდებმა არ იცოდნენ, ჩვენ ამის შესახებ ინფორმაცია გვქონდა და ბრძოლა მოვიგეთ. შესაძლოა, ორბის უფრო მეტი თანხის მიღება სურდა. ტრანსფერი კონტრაქტის ყველა პუნქტის დაცვით შევასრულეთ“, - განაცხადა უდალცოვმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ „პარი ნიჟნი ნოვგოროდმა“ ვახტანგ ბედოშვილი ოფიციალურად წარადგინა და მასთან 3-წლიანი კონტრაქტის გაფორმების შესახებ გამოცხადდა.