სარჩელი ბედოშვილის და ნიჟნი ნოვგოროდის კლუბის წინააღმდეგ - ორბი-ს ოფიციალური განცხადება
ვახტანგ ბედოშვილის რუსეთის ჩემპიონატში წასვლამ ისედაც დიდი ხმაური გამოიწვია და ახლა სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა. საქართველოს მესამე ლიგის კლუბმა „ორბმა“, რომელიც 21 წლის ფეხბურთელის სატრანსფერო უფლებებს ფლობდა, რამდენიმე წუთის წინ განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ ისინი „პარი ნიჟნი ნოვგოროდის“ წინააღმდეგ სარჩელს შეიტანენ.
ორბის განცხადება
ვახო ბედოშვილს ჩვენს კლუბთან ხელშეკრულება აკავშირებდა 2026 წლის 31 დეკემბრამდე. 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ასპარეზობის შემდეგ, ფეხბურთელის ტრანსფერთან დაკავშირებით ოფიციალური შეთავაზება მივიღეთ არაერთი ევროპული კლუბიდან. ერთ-ერთ კლუბთან ჩვენ და ფეხბურთელმა ერთობლივად შევათანხმეთ როგორც სატრანსფერო, ასევე შრომითი ხელშეკრულების პირობები და ხელშეკრულებები მზად იყო ხელმოსაწერად. მომდევნო დღეს გავიგეთ, რომ ფეხბურთელი ჩვენი კლუბის თანხმობის გარეშე გაემგზავრა რუსეთში და მას შემდეგ მასთან დაკავშირება შეუძლებელია.
რამდენიმე დღის წინ მივიღეთ შეტყობინება, რომ ფეხბურთელმა ცალმხრივად შეწყვიტა შრომითი ხელშეკრულება ს.კ. „ორბთან“ და რეგისტრირდება რუსულ საფეხბურთო კლუბში - პარი ნიჟნი ნოვგოროდში.
როგორც ფეხბურთელის, ასევე პარი ნიჟნი ნოვგოროდის ქმედებები არღვევას ფიფას რეგულაციებს, რითაც ილახება ჩვენი კლუბის კანონიერი ინტერესები.
შექმნილი მდგომაროებიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მივმართოთ ფიფას შესაბამის ორგანოს და დავიწყოთ სამართლებრივი დავა ფეხბურთელის და რუსული კლუბის წინააღმდეგ.
შეგახსენებთ, რომ დღეს „პარი ნიჟნი ნოვგოროდმა“ ვახტანგ ბედოშვილი ოფიციალურად წარადგინა და მასთან 3-წლიანი კონტრაქტის გაფორმების შესახებ გამოცხადდა.