ვახტანგ ბედოშვილი
Aa
Aa

ოფიციალურად დადასტურდა - ბედოშვილი ნიჟნი ნოვგოროდში წავიდა

უნიჭიერესი ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი ვახტანგ ბედოშვილი კარიერას „პარი ნიჟნი ნოვგოროდში“ განაგრძობს. ტრანსფერი რამდენიმე საათის წინ რუსეთის კლუბის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაადასტურა, სადაც წერია, რომ მათ რიგებში თავისი თაობის ერთ-ერთი გამორჩეული ქართველი ფეხბურთელი შეუერთდა.

რა თანხა გადაიხადეს ნიჟნი ნოვგოროდელებმა 21 წლის ქართველი ნახევარმცველის სანაცვლოდ, კონკრეტულად არ სახელდება, თუმცა წერენ, რომ მისი ტრანსფერი თბილისის „ორბიდან“ გამოისყიდეს და ბედოშვილთან 3-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა. ეს უკანასკნელი ამ სეზონში „გარეჯის“ ღირსებას იცავდა და Crystalbet ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში გამართულ 18 მატჩში თავი 3 გოლითა და 3 საგოლე გადაცემით გამოიჩინა, რის შემდეგაც ის საქართველოს 21-წლამდე ნაკრების დამრიგებელმა რამაზ სვანაძემ ევროპის ჩემპიონატზე წაიყვანა და ცვლილებაზე ასპარეზობის საშუალებაც მისცა.

ცნობისათვის, ბედოშვილის ახალი კლუბი „პარი ნიჟნი ნოვგოროდი“ რუსეთის ჩემპიონატში გასული სამი ტურის შემდეგ ჯერჯერობით უქულოდ არის და ბოლოსწინა ადგილზე იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ევერტონი, რენი, სევილია და მთავარი პრობლემა | რას წერს Footmercato ზურიკოზე
ევერტონი, რენი, სევილია და მთავარი პრობლემა | რას წერს Footmercato ზურიკოზე