რომან დოლიძე
Aa
Aa

„მისი საუკეთესო იარაღი კარდიოა“ | დოლიძემ მომდევნო მეტოქეზე ისაუბრა

რომან დოლიძე მომდევნო ორთაბრძოლას ენტონი ჰერნანდესის წინააღმდეგ გამართავს. „კავკასიელმა“ მოახლოებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა და ამერიკელი მოწინააღმდეგე დაახასიათა.

„ენტონი ჰერნანდესის რამდენიმე ჩხუბს ვუყურე და ვფიქრობ, ის კარგი ათლეტია. მრავალმხრივი მებრძოლია, მაგრამ მისი საუკეთესო იარაღი, კარდიოა. სუპერ მაღალი დონის სტრაიკერი, გრეპლერი ან მოჭიდავე არაა, მაგრამ როდესაც გღლის, ყველა კომპონენტში ძლიერი ხდება.

სად წარიმართება ბრძოლა? ხალხს ავიწყდება, რომ მაღალი დონის გრეპლერი ვარ. თუ ვინმე პარტერში გადასვლას მოისურვებს, ამაზე არანაირი პრობლემა არ მექნება. არ შემიძლია, ამ ბრძოლასთან დაკავშირებით პროგნოზი გავაკეთო და წინასწარ ვთქვა, ჩხუბი როგორ წარიმართება.

ყველაფრისთვის მზად ვარ. ჩემთვის სულერთია კიდევ რამდენი ორთაბრძოლის ჩატარება მომიწევს. საჩემპიონო ჩხუბამდე აუცილებლად მივალ. ორგანიზაციას სხვა გზას არ დავუტოვებ და ტიტულის დასაკუთრების შანსს მივიღებ. ეს ბრძოლა მიზნამდე ერთი ნაბიჯით მიმაახლოებს და მაქსიმუმს გავაკეთებ.“

ცნობისთვის, დოლიძისა და ჰერნანდესის დაპირისპირება თბილისის დროით, 10 აგვისტოს გაიმართება. მათი ჩხუბი ღონისძიების მთვარი მოვლენა იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საუკეთესო მარცხენა გარემარბები Sportbible-ისგან | რომელ ადგილზეა კვარაცხელია
საუკეთესო მარცხენა გარემარბები Sportbible-ისგან | რომელ ადგილზეა კვარაცხელია