ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

საუკეთესო მარცხენა გარემარბები Sportbible-ისგან | რომელ ადგილზეა კვარაცხელია

Sportbible-მა მსოფლიოს საუკეთესო მარცხენა გარემარბების რეიტინგი გამოაქვეყნა. ტოპ 10-ში მოხვდნენ ფეხბურთელები, რომლებიც, ცნობილი პორტალის შეფასებით, ამ მომენტისთვის საუკეთესონი არიან და ხვიჩა კვარაცხელია მათ შორისაა. უფრო მეტიც, „კვარა“ პირველ ადგილზეა.

„კვარაცხელია, ფლანგზე ნაჩვენები ბრწყინვალე თამაშით, პარი სენ-ჟერმენს ოთხი ტიტულის მოგებაში დაეხმარა. პარიზულმა კლუბმა ხვიჩა სეზონის შუაში გაიფორმა და მისმა გამოსვლამ, როგორც საფრანგეთის ჩემპიონატში, ისე ევროტურნირებზე, ავანსები სრულად გაამართლა,“ — წერს Sportbible.

მეორე ადგილზე ვინისიუს ჟუნიორია, მესამე პოზიციაზე კი რაფინია იმყოფება. ნიკო უილიამსი მეოთხეა, კვარაცხელიას თანაგუნდელი ბრედლი ბარკოლა — მეხუთე, კოდი გაკპო — მეექვსე, ლუის დიასი — მეშვიდე, რაფაელ ლეაუ — მერვე, ენტონი გორდონი — მეცხრე, ხოლო მარკუს რაშფორდი — მეათე.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ, იგივე რეიტინგი გამოცემა Four Four Two-მაც გამოაქვეყნა და ავტორიტეტულმა ბრიტანულმა ჟურნალმა „კვარას“ მეორე პოზიცია მიაკუთვნა — მასზე წინ მხოლოდ რაფინია იმყოფება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამარდას დებიუტი ენფილდზე - უშეცდომო მატჩი და დიდებული სეივი
მამარდას დებიუტი ენფილდზე - უშეცდომო მატჩი და დიდებული სეივი