გაუპატიურებაში ბრალდებული პარტეი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
Aa
Aa

გაუპატიურებაში ბრალდებული პარტეი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

„არსენალის“ ყოფილი ფეხბურთელი, ტომას პარტეი, რომელიც ინგლისში გაუპატიურების ხუთ და სექსუალური ძალადობის 1 შემთხვევაშია ბრალდებული, გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

როგორც ჟურნალისტი, ბენ ჯეიკობსი წერს, გირაოს პირობების თანახმად, განელ ნახევარმცველს საქმის ფიგურანტ ქალებთან კონტაქტი ეკრძალება. გარდა ამისა, მან მუდმივი ადგილსამყოფლის შეცვლის ან საზღვარგარეთ გამგზავრების შემთხვევაში, პოლიციას ინფორმაცია უნდა მიაწოდოს.

პარტეი სასამართლოს წინაშე 2 სექტემბერს უნდა წარდგეს. ის ყველა ბრალდებას უარყოფს.

შეგახსენებთ, რომ 32 წლის ფეხბურთელი 30 ივნისს თავისუფალი აგენტი გახდა და ის „ვილიარეალთან“ კონტრაქტის გასაფორმებლად ემზადება.

ესპანური კლუბის წარმომადგენლების განცხადებით, სანამ სასამართლო პარტეის ბრალს არ აღიარებს, მანამდე მას დამნაშავედ არ ჩათვლიან და მზად არიან, მასთან გარიგება გააფორმონ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მანჩესტერ სიტი როდრისთან კონტრაქტის გახანგრძლივებას გეგმავს
მანჩესტერ სიტი როდრისთან კონტრაქტის გახანგრძლივებას გეგმავს