ლიონელ მესი
Aa
Aa

„იმედი მაქვს, ვითამაშებ“ | მესიმ მსოფლიო ჩემპიონატზე და არგენტინის შანსებზე ისაუბრა

ლიონელ მესიმ 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ისაუბრა. „ლა პულგამ“ უპასუხა შეკითხვას, აპირებს თუ არა მომდევნო მუნდიალზე თამაშს და არგენტინის ნაკრების შანსებზეც გააკეთა კომენტარი.

„იმედი მაქვს, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე ვითამაშებ. ამის შესახებ უკვე ვილაპარაკე და ყველაზე ცუდ შემთხვევაში ტურნირს მაინც პირადად ვნახავ. მსოფლიო ჩემპიონატი ყველასთვის უნიკალური ტურნირია, მით უმეტეს ჩვენთვის, რადგან განსაკუთრებულად განვიცდით.

ვფიქრობ, კარგი გუნდი გვყავს და ვეცდებით, კიდევ ერთხელ გავხდეთ ჩემპიონები, თუმცა ნებისმიერი მცირე დეტალის გამო შესაძლოა ტურნირს გამოვეთიშოთ. ნებისმიერ მეტოქეს შეუძლია პრობლემები შეგვიქმნას — შეიძლება ბურთი ძელს მოარტყა, ან მოწინააღმდეგეს პენალტი დაუნიშნონ და მატჩი წააგო.

გასულ მსოფლიო ჩემპიონატზე ნიდერლანდებზე და საფრანგეთზე უკეთესები ვიყავით, თუმცა მაინც პენალტების სერიაში მოგვიწია გამარჯვება. ჩვენს კარს ნამდვილი ცხოველი, დიბუ მარტინესი იცავს, რომელიც გამარჯვებაში დაგვეხმარა, მაგრამ გამორიცხული არაა, თერთმეტმეტრიანების სერია წააგო.

მსოფლიო ჩემპიონატის მოგება ძალიან რთულია. ტიტულმა მხრებიდან დიდი ტვირთი მოგვიხსნა და ზეწოლის გარეშე თამაში შედარებით მარტივია, თუმცა ეს არაფრის გარანტიას არ იძლევა, რადგან ყველას უნდა, მსოფლიო ჩემპიონს მოუგოს. ბევრი ძალიან ძლიერი გუნდი იქნება ჩვენი მეტოქე: ესპანეთი, საფრანგეთი, ინგლისი, ბრაზილია და გერმანია.“

შეგახსენებთ, რომ 5 დეკემბერს მსოფლიო ჩემპიონატის წილისყრა გაიმართება და ჯგუფები დაკომპლექტდება. ღონისძიება თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მესამე ან მეოთხე რაუნდში დააფინიშებს“ - ალჯო სტერლინგის პროგნოზი
„მესამე ან მეოთხე რაუნდში დააფინიშებს“ - ალჯო სტერლინგის პროგნოზი