მექვაბიშვილმა რუმინეთში გაიტანა | კრაიოვამ თასის შეხვედრა 4:0 მოიგო
რუმინეთის თასზე ანზორ მექვაბიშვილის „კრაიოვა“ „პეტროლულს“ დაუპირისპირდა. ქართველი ფეხბურთელის გუნდმა მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხა და სტუმრად გამართული შეხვედრა 4:0 მოიგო.
მექვაბიშვილმა თამაში სათადარიგოთა სკამზე დაიწყო და მოედანზე მე-60 წუთზე გამოჩნდა. 77-ე წუთზე ანზორმა კუთხური ჩააწოდა, რომელსაც „კრაიოვას“ მეოთხე გოლი მოჰყვა. თუმცა, მომენტის VAR-ზე გადამოწმების შემდეგ შეხვედრის მთავარმა არბიტრმა წესების დარღვევა დანიშნა და გოლი გააუქმა.
86-ე წუთზე მექვაბიშვილმა საბოლოო ანგარიში დააფიქსირა და გოლი გაიტანა. ქართველმა ფეხბურთელმა მოწინააღმდეგე გუნდის მეკარის შეცდომით ისარგებლა და „პეტროლულის“ კარი აიღო.
ცნობისთვის, „კრაიოვას“ მომდევნო შეხვედრა რუმინეთის ჩემპიონატის ეგიდით ელის. 7 დეკემბერს, მექვაბიშვილის გუნდი საკუთარ კედლებში „კლუჟს“ დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით, 22:30-ზე დაიწყება.