ჟოან ლაპორტა
Aa
Aa

ლაპორტა მესამე ვადით არჩევაზე: არ ვაპირებ, პუტინს დავემსგავსო

„ბარსელონას“ პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ, განაცხადა, რომ არ აპირებს, ზედიზედ მესამე ვადით კენჭი იყაროს.

ლაპორტა ამ პოსტს 2021 წლიდან იკავებს, შემდეგი არჩევნები კი 2026 წელს გაიმართება.

„როდის ჩავატარებთ არჩევნებს? როცა დრო მოვა, 15 მარტიდან 15 ივნისამდე პერიოდში. იანვრის ბოლოს კლუბისთვის საუკეთესო თარიღს ავირჩევთ. ახლა ჩვენ კონცენტრირებული ვართ კლუბის ყოველდღიურ მართვაზე, პირველ რიგში გუნდზე ვფიქრობთ. მე არ ვიქნები ისეთი, როგორიც პუტინი ან მადურო. პრეზიდენტებს შეუძლიათ თავიანთი თანამდებობა დაიკავონ ზედიზედ ორი ვადით, მაგრამ მეტი არა. შემეძლო კიდევ ერთხელ მეყარა კენჭი, მაგრამ ამის გაკეთებას არ ვგეგმავ. ეს მიუღებელი იქნებოდა“, – თქვა ლაპორტამ.

შეგახსენებთ, რომ ჟოანამდე „ბარსელონას“ პრეზიდენტის პოსტს ხოსეპ მარია ბართომეუ იკავებდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
100 მილიონ გირვანქას იხდიან - სიტი პსჟ-ის გარემარბს უმიზნებს
100 მილიონ გირვანქას იხდიან - სიტი პსჟ-ის გარემარბს უმიზნებს