„ჯეირანს ვთამაშობდით“ | როგორ არჩევდნენ ჯარიმის დამრტყმელს რეალში
„რეალის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, გარეტ ბეილმა, საინტერესო ისტორია გაიხსენა. ESPN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში უელსელმა შემტევმა ქომაგებს გაუზიარა მეთოდი, რომლის დახმარებითაც „ბლანკოსის“ მოთამაშეები ჯარიმის დამრტყმელის ვინაობას ადგენდნენ.
„ყველამ ვიცოდით, რა როლი გვქონდა. როდესაც საუბარი ჯარიმის დარტყმას ეხებოდა, თუ სტანდარტული მარჯვენა ფლანგზე იყო, ჯარიმას მე ვასრულებდი. თუ ჯარიმა მარცხენა ფლანგზე ინიშნებოდა, ბურთთან კრიშტიანუ რონალდუ მიდიოდა.
ერთმანეთის ძალიან კარგად გვესმოდა და ვიცოდით, რა უნდა გაგვეკეთებინა. ასე რომ, ყველაფერი კარგად იყო. რაც შეეხება ცენტრალურ ნაწილს — თუ ჯარიმა ცენტრში ინიშნებოდა, ჯეირანს ვთამაშობდით და სტანდარტულს გამარჯვებული ასრულებდა.“
ცნობისთვის, ბეილი „რეალში“ 2013–2022 წლებში თამაშობდა და „ბლანკოსთან“ ერთად ლა ლიგის სამგზის გამარჯვებულია. უელსელმა ფეხბურთელმა ჩემპიონთა ლიგა ხუთჯერ მოიგო და „სანტიაგო ბერნაბეუს“ დატოვების შემდეგ MLS-ს მიაშურა, სადაც „ლოს ანჯელესში“ თამაშობდა.