„ვცდილობთ, გამოვასწოროთ ჩვენი შეცდომები“ - მზადება ხორვატიასთან მატჩისთვის
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეორე მატჩისთვის ემზადება. 25 იანვარს, ავთანდილ ასათიანის გუნდის მეტოქე ხორვატიის ნაკრები იქნება.
23 იანვარს ჩვენმა გუნდმა ტურნირს მასპინძელ არენა რიგას დარბაზში ივარჯიშა. ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩი ხორვატიასა და საქართველოს ნაკრებებს შორის, 25 იანვარს, თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
ევრო 2026 | ფუტსალის ნაკრების შემადგენლობა
მეკარე: თორნიკე ბუკია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ალი ასლანი (კსუ)
წინა ხაზი: გიორგი ჩიმაკაძე (კსუ), ვახტანგ კეკელია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), არჩილ სებისკვერაძე (კსუ), ირაკლი თოდუა (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ვახტანგ ჯვარაშვილი (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ჯანო კვარაცხელია (ფაკელი, რუსეთი), ნიკოლოზ გაბრიჩიძე (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ნუკრი ჭუმბურიძე (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), საბა ტყეშელაშვილი (კსუ), ჯანიკო გიორგაია (კსუ), გიორგი ღავთაძე (ტიუმენი, რუსეთი), შოთა თოფურია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი)
ხორვატიასთან მატჩის წინ კომენტარი გააკეთა საქართველოს ნაკრების მეკარე ალი ასლანიმ:
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები მასპინძელ ლატვიასთან 0:4 დამარცხდა.