„ჩინეთი და ინდოეთი არ არიან“ | ვენგერმა მსოფლიო ჩემპიონატზე ისაუბრა
„არსენალის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა მსოფლიო ჩემპიონატზე ისაუბრა. ვენგერმა მუნდიალის მთავარი ფავორიტი დაასახელა და აღნიშნა, რომ 48-გუნდიანი ტურნირი სამართლიანია.
„48-გუნდიანი მსოფლიო ჩემპიონატი ბუნებრივი ევოლუციაა. ვფიქრობ, 48 გუნდი სწორი რაოდენობაა, მაგრამ ეს რიცხვი მხოლოდ 25 პროცენტია ფიფას წევრი ქვეყნებისა. დანარჩენი 75 პროცენტი მონაწილეობას მაინც ვერ იღებს და, მაგალითად, ინდოეთი და ჩინეთი ტურნირზე არ არიან. არადა, ეს სამი მილიარდი ადამიანია.
ფავორიტს რაც შეეხება, ვცდილობ, მაქსიმალურად ობიექტური ვიყო, მაგრამ მგონია, რომ მსოფლიო ჩემპიონობის ყველაზე კარგი შანსი საფრანგეთს აქვს. ასე ერთ ფაქტორის გამო ვფიქრობ: საფრანგელს უფრო მეტი მსოფლიო დონის თავდამსხმელი ჰყავს, ვიდრე სხვა ქვეყანას და მიმაჩნია, რომ ეს დიდ განსხვავებას შექმნის.“
საინტერესოა, რომ ცნობილი სტატისტიკური სააგენტოს, . Opta-ს მიხედვით, მუნდიალის მოგების ყველაზე კარგი შანსი ესპანეთის ნაკრებს აქვს, რომელიც პირველ ადგილს იკავებს - 17 პროცენტი. მეორე ადგილზე საფრანგეთი იმყოფება. Opta-ს სუპერკომპიუტერის მიხედვით, „სამფეროვნების“ ჩემპიონობის შანსი 14.1 პროცენტია, ხოლო მესამე პოზიციას ინგლისი იკავებს - 11.8%. მოქმედი ჩემპიონი არგენტინის ნაკრები მეოთხე ადგილზეა და Opta ვარაუდობს, რომ „ალბისელესტეს“ ტიტულის შენარჩუნების 8.7-პროცენტიანი შანსი აქვს.