მესი: რთულია საუკეთესო სეზონის არჩევა, მე არ მიყვარს სტატისტიკა
„ინტერ მაიამისა“ და არგენტინის ნაკრების ფორვარდმა, ლიონელ მესიმ, კარიერაში საუკეთესო წელთან დაკავშირებულ შეკითხვას უპასუხა.
როგორც ლეომ აღნიშნა, მას სტატისტიკა არ უყვარს.
„არ ვიცი. ეს რთულია – ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როგორ შევხედავთ ამას. მე არ მიყვარს სტატისტიკა. დღეს ყველაფერი მის გარშემო ტრიალებს. მე მომწონს, რომ სრულად ვარ ჩართული თამაშში. იყო წლები, როცა ყველაფერი მოვიგეთ: ნაკრებთან ერთად გავედით კოპა ამერიკის ფინალში, „ბარსელონასთან“ ერთად მოვიგეთ ჩემპიონთა ლიგა. 2012 წელს 91 გოლი გავიტანე. მე ამისთვის არ ვთამაშობ, ეს არასდროს მაღელვებდა. საგოლე გადაცემებს არ ვაკეთებდი მხოლოდ იმიტომ, რომ რაღაც რეკორდი მომეხსნა ან ვინმესთვის გამესწრო. რთულია ერთი წლის არჩევა. საბედნიეროდ, ბევრი კარგი წელი იყო“, – თქვა მესიმ.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ლეომ ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მეტი საგოლე გადაცემა დააგროვა. კერძოდ, მის ანგარიშზე 405 ასტისტია. არგენტინმელმა ფერენც პუშკაშის რეკორდი გააუმჯობესა, რომელსაც კარიერაში 404 ასისტი ჰქონდა.
შეგახსენებთ, რომ ლეო MLS-ში 2023 წლიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში მან 48 მატჩში 43 გოლი გაიტანა და 24 ასისტი მიითვალა.
გეტყვით ასევე, რომ მესი „ბარსელონას“ აღზრდილია და ის კლუბში 2004-დან 2021 წლამდე თამაშობდა. არგენტინელმა „ბლაუგრანას“ შემადგენლობაში 778 მატჩი ჩაატარა, 672 გოლი გაიტანა და 303 ასისტი მიითვალა. გარდა ამისა, მესიმ „ბარსასთან“ ერთად, ესპანეთის ჩემპიონატი 10-ჯერ მოიგო, ჩემპიონთა ლიგა კი 4-ჯერ.