რასი ერასმუსი: “საქართველოსთან ჩვენი რაგბი უნდა ვითამაშოთ“
Aa
Aa

რასი ერასმუსი: “საქართველოსთან ჩვენი რაგბი უნდა ვითამაშოთ“

როგორც მოგეხსენებათ, დღეს 2027 წლის რაგბის მსოფლიო თასის წილისყრა გაიმართა და საქართველომ ურთულეს ჯგუფში მოხვდა.

ბორჯღალოსნების მეტოქეები სამხრეთ აფრიკა, იტალია და რუმინეთი იქნებიან. მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის მწვრთნელმა რასი ერასმუსმა საქართველოზე ისაუბრა.

ერასმუსი:

„წილისყრით კმაყოფილი ვარ, მაგრამ ეს მსოფლიოს თასია და ყველა ნაკრები უდიდესი მოტივაციით ითამაშებს. საქართველო ფიზიკურად ძლიერი გუნდია. ჩვენ მათ ადრეც შევხვდით და ვიცით რამდენად რთული შეიძლება იყოს მათთან დაპირისპირება.

თუ საქართველოს ნაკრებს სივრცეს და საკუთარი შესაძლებლობების გამოყენების უფლებას მივცემთ, აუცილებლად გაიმარჯვებენ. ჩვენი მიზანი მათი სივრცეების შეზღუდვა და ჩვენი რაგბის თამაში იქნება.“

საბოლოო კენჭისყრის შედეგები ასეთია:

A ჯგუფი: ახალი ზელანდია, ავსტრალია, ჩილე, ჰონგ კონგი.
B ჯგუფი: სამხრეთ აფრიკა, იტალია, საქართველო, რუმინეთი.
C ჯგუფი: არგენტინა, ფიჯი, ესპანეთი, კანადა.
D ჯგუფი: ირლანდია, შოტლანდია, ურუგვაი, პორტუგალია.
E ჯგუფი: საფრანგეთი, იაპონია, აშშ, სამოა.
F ჯგუფი: ინგლისი, უელსი, ტონგა, ზიმბაბვე.

შეგახსენებთ, რომ რაგბის მსოფლიო თასი 2027 წლის შემოდგომაზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ქართველების 3 ლელო TOP 14-ში - გორგაძის, ქუნთელიას და მელიქიძის წარმატება
ქართველების 3 ლელო TOP 14-ში - გორგაძის, ქუნთელიას და მელიქიძის წარმატება