რეკორდი | საქართველოს ქალთა ნაკრებმა ხორვატია დაამარცხა
Aa
Aa

რეკორდი | საქართველოს ქალთა ნაკრებმა ხორვატია დაამარცხა

ჩვენმა გოგონებმა პირველ ოფიციალურ თამაშში შარშან რუმინეთს სტუმრად 43:0 მოუგეს, ახლა კი ქალაქ სენჯიში ხორვატებს 50 ქულის სხვაობით აჯობეს და დაამტკიცეს, რომ რანგით მაღალ, ალაფის დივიზიონში თამაშს იმსახურებენ.

პრველი ტაიმი 29:0 დასრულდა. ლელოები ლიკა ხუფენიამ, კირა დანელიამ, თამარი მანაგაძემ, სალომე მაკასარაშვილმა და ანა კაპანაძემ გაიტანეს, ორი გარდასახვა კი ანნა პოღოსიანმა შეასრულა - 29:0.

მეორე ტაიმის დასაწყისში კაპანაძემ დუბლი შეასრულა, მერე კი ლელო მანონი საღარაძემ მიითვალა და თავადვე ორივე გარდასახა. მასპინძლებმა ერთი ლელოთი გვიპასუხეს, ხოლო დასკვნით წუთებში ანა დათიაშვილმა და მანონი საღარაძემ კიდევ ორი ლელო გაიტანეს, მანონიმ ერთი გარდასახა და საქართველომ 55:5 გაიმარჯვა.

ქალთა რაგბი ევროპის კონფერენც დივიზიონი

22 თებერვალი. სენჯი (ხორვატია). 16:00 საქ. დრო

ხორვატია - საქართველო

საქართველო

ხაზი: 15. მანონი საღარაძე, 14. კირა დანელია, 13. ნინო მეფარიშვილი, 12. თეონა ჩიტაიშვილი (კაპ.), 11. მარიამ ბერანძე, 10. ანნა პოღოსიანი, 9. ანანო ხაბულიანი;

შერკინება: 1. ანა რურუა, 2. თამარი მანაგაძე, 3. ანა კაპანაძე, 4. ნათია გავაშელიშვილი, 5. ლიკა ხუფენია, 6. სალომე მაკასარაშილი, 7. ნინო წიკლაური, 8. ანა დათიაშვილი.

მარქაფა: 16. მირანდა სააკიანი, 17. ანასტასია ახვლედიანი, 18. ნინო გოგოლიძე, 20. გურანდა ხიჯაკაძე, 21. ლიკა ბჟალავა, 22. ვერო კუნდუხაშვილი, 23. ნინო მელუა, 25. ტატა ბუზალაძე.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მთავარი მწვრთნელი გამარჯობასაც არ მეუბნება“ | საზონოვი ულტრასებს ესაუბრა
„მთავარი მწვრთნელი გამარჯობასაც არ მეუბნება“ | საზონოვი ულტრასებს ესაუბრა