6 ერის ფესტივალზე 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები დღეს საფრანგეთში გაემგზავრა და ექვსი ერის ფესტივალის ფარგლებში ტიერ 1-ის გუნდებთან სამ თამაშს გამართავს.
ჩვენი გუნდი 18-წლამდელთა ექვსი ერის ფესტივალზე ზედიზედ მესამედ თამაშობს და წელს, საკურორტო ქალაქ ვიშში, 3 აპრილს მასპინძელ საფრანგეთს, 7 აპრილს ინგლისს, ხოლო 11 აპრილს შოტლანდიას შეხვდება. მათ გარდა ფესტივალში ირლანდია, უელსი, იტალია და ესპანეთი მიიღებენ მონაწილეობას.
„შევარდენზე“ გამართული დასკვნითი შეკრების შემდეგ, სამწვრთნელო შტაბმა საფრანგეთში წამსვლელი 26 მოთამაშე დაასახელა, რომელთაგან 14 მორკნალი, 12 კი ხაზის მოთამაშეა.
შემადგენლობაში ორი ლეგიონერი გვყავს და ორივე ფრანგულ „ტულონს“ წარმოადგენს, დანარჩენი 24 მოთამაშე კი 9 ქართულ კლუბზე ნაწილდება: 7 მორაგბეა თბილისის „ლელოდან“, 4-4 ქუთაისის „აიადან“ და თბილისის „ხვამლიდან“, 3 თბილისის „ლოკომოტივიდან“, ორი „არმიადან“, ხოლო თითო-თითო - „აკადემიიდან“, „არმაზიდან“, „ბათუმიდან“ და „ფოთიდან“.
18-წლამდელთა შემადგენლობა 2026 წლის ექვსი ერის ფესტივალზე:

შერკინება: საბა მერაბიშვილი (ლელო), სანდრო გამყრელიძე (აკადემია), საბა გოგრიჭიანი (ლოკომოტივი), იაგო ღუდუშაური (ლოკომოტივი), გიორგი ბერძენიშვილი (ტულონი), გეგა გიორგობიანი (ლელო), საბა ჯინჭველაშვილი (აია), ნიკოლოზ ფანცულაია (არმია), გიორგი ქევანიშვილი (აია), მათე ბერუაშვილი (ლოკომოტივი), ნიკა ჯანგულაშვილი (არმია), გიორგი სუთიაშვილი (ლელო), ლუკა შულაია (ლელო), ლუკა მგალობლიშვილი (არმაზი);
ხაზი: ალექსანდრე გაგუა (ხვამლი), გიორგი ხონელიძე (ტულონი), მათე მახარაძე (ხვამლი), ატო ლიპარტელიანი (აია), გოგა ბერიძე (ბათუმი), მიხეილ მგალობლიშვილი (ხვამლი), ალექსანდრე მამაიაშვილი (ლელო), ბართლომე ხამაშურიძე (აია), ნიკოლოზ ლაგვილავა (ლელო), რეზო ცხვედიანი (ხვამლი), გიორგი კუპრეიშვილი (ფოთი), ლუკა ჭაკუა (ლელო).
Rugby.ge