18-წლამდელთა ექვსი ერის ფესტივალი | პირველი მეტოქე საფრანგეთია
Aa
Aa

18-წლამდელთა ექვსი ერის ფესტივალი | პირველი მეტოქე საფრანგეთია

საქართველოს 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრები, ხვალ ექვსი ერის 18-წლამდელთა ფესტივალს მასპინძელ საფრანგეთთან თამაშით საქართველოს დროით 20:30 საათზე იწყებს.

ჩვენი გუნდი ექვსი ერის ფესტივალზე ზედიზედ მესამედ თამაშობს. ამ ტურნირის ფარგლებში საფრანგეთის 18-წლამდელთა გუნდს ერთადერთხელ, 2024 წელს შევხვდით და 20:19 დავამარცხეთ.

ამ შეხვედრაში საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე დებიუტი ექნება ვეტერან ბორჯღალოსან გიორგი ნემსაძეს. მან და მისმა სამწვრთნელო შტაბმა უკვე დაადახელა დამწყები 15-კაციანი შემადგენლობა.

შეგახსენებთ, 18-წლამდელთა ფესტივალზე შეცვლები ულიმიტოა და შესაბამისად, საფრანგეთის წინააღმდეგ 26-ვე მორაგბე ითამაშებს.

ფესტივალის ფარგლებში საფრანგეთში 7 აპრილს ინგლისს, ხოლო 11-ში შოტლანდიას შევერკინებით.

 

2026 წლის 18-წლამდელთა ექვსი ერის ფესტივალი

I რაუნდი. 3 აპრილი. 20:30 საათი

საფრანგეთი. ვიში

საფრანგეთი - საქართველო

საქართველო

ხაზი: 15. ლუკა ჭაკუა, 14. ნიკოლოზ ლაგვილავა, 13. გოგა ბერიძე, 12. მიხეილ მგალობლიშვილი, 11. ალექსანდრე მამაიაშვილი, 10. მათე მახარაძე, 9. გიორგი ხონელიძე;

შერკინება: 1. გიორგი ბერძენიშვილი, 2. სანდრო გამყრელიძე, 3. იაგო ღუდუშაური, 4. ნიკოლოზ ფანცულაია, 5. საბა ჯინჭველაშვილი, 6. გიორგი ქევანიშვილი, 7. მათე ბერუაშვილი, 8. ლუკა მგალობლიშვილი.

მარქაფა: 16. საბა გოგრიჭიანი, 17. საბა მერაბიშვილი, 18. გეგა გიორგობიანი, 19. გიორგი სუთიაშვილი, 20. ნიკა ჯანგულაშვილი; 21. ალექსანდრე გაგუა, 22. ატო ლიპარტელიანი, 23. რეზო ცხვედიანი, 24. გიორგი კუპრეიშვილი, 25. ბართლომე ხამაშურიძე, 26. ლუკა შულაია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„რეალური საფუძველი აქვთ, რომ მსოფლიოზე თამაშზე ოცნება გააგრძელონ“ | L'Equipe კვარაზე
„რეალური საფუძველი აქვთ, რომ მსოფლიოზე თამაშზე ოცნება გააგრძელონ“ | L'Equipe კვარაზე