მილანი მთავარი მწვრთნელის პოსტზე ირაოლას განიხილავს
„მილანმა“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ერთ-ერთი კანდიდატი შეარჩია.
დღეს „როსონერიმ“ მასიმილიანო ალეგრის გადადგომის შესახებ გამოაცხადა — მისი ხელმძღვანელობით გუნდმა მომავალი სეზონისთვის ჩემპიონთა ლიგის საგზური ვერ მოიპოვა.
ჟურნალისტების, ბენ ჯეიკობსისა და ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, იტალიური კლუბი უკვე დაუკავშირდა ანდონი ირაოლას, რომელიც ამ ზაფხულს „ბორნმუთს“ დატოვებს.
43 წლის სპეციალისტის მომსახურებით ასევე დაინტერესებულები არიან „ლევერკუზენი“ და „კრისტალ პალასი“.
შეგახსენებთ, რომ ალეგრიმ „მილანი“ 2025 წლის ზაფხულში ჩაიბარა. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ „როსონერის“ მთავარ მწვრთნელს კონფლიქტი ჰქონდა კლუბის ხელმძღვანელობასთან, მათ შორის ზლატან იბრაჰიმოვიჩთან.