კენჭისყრის შედეგები ცნობილია - ვის შეხვდებიან ბორჯღალოსნები მსოფლიო თასზე
ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში 2027 წლის მსოფლიო თასის კენჭისყრა გაიმართა, სადაც ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა,
„ბორჯღალოსნები“ B ჯგუფში მოხვდნენ, მეტოქეები კი მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი სამხრეთ აფრიკა და ასევე, იტალიისა და რუმინეთის ნაკრებები იქნებიან.
საბოლოო კენჭისყრის შედეგები ასეთია:
- A ჯგუფი: ახალი ზელანდია, ავსტრალია, ჩილე, ჰონგ კონგი.
- B ჯგუფი: სამხრეთ აფრიკა, იტალია, საქართველო, რუმინეთი.
- C ჯგუფი: არგენტინა, ფიჯი, ესპანეთი, კანადა.
- D ჯგუფი: ირლანდია, შოტლანდია, ურუგვაი, პორტუგალია.
- E ჯგუფი: საფრანგეთი, იაპონია, აშშ, სამოა.
- F ჯგუფი: ინგლისი, უელსი, ტონგა, ზიმბაბვე.

შეგახსენებთ, რომ რაგბის მსოფლიო თასი 2027 წლის შემოდგომაზე გაიმართება.