ვარსკვლავებით იაპონიაში! - ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა ტოკიოს გრანდ სლემზე ცნობილია
6-7 დეკემბერს, იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში ძიუდოისტთა ტრადიციული გრანდ სლემი გაიმართება. ეს იქნება 2025 წლის ბოლო ტურნირი, რომელიც ძიუდოში ჩატარდება და საქართველოს ნაკრები მასში მონაწილეობა 11 ძიუდოისტით მიიღებს.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
ვაჟები:
- -73 კგ. - ლაშა შავდათუაშვილი, გიორგი ტერაშვილი.
- -81 კგ. - ზაურ დვალაშვილი
- -100 კგ. - ილია სულამანიძე, ნიკა ხარაზიშვილი
- +100 კგ. - გურამ თუშიშვილი, ირაკლი დემეტრაშვილი.
გოგონები:
- -57 კგ - ნინო ლოლაძე, ეთერ ლიპარტელიანი
- -70 კგ. - მარიამ ჭანტურია
- +78 კგ. - სოფიო სომხიშვილი
თავდაპირველ განაცხადში, -90 კგ. წონით კატეგორიაში ლაშა ბექაური და ლუკა მაისურაძეც იყვნენ შეყვანილი, თუმცა ცნობილი გახდა, რომ ძიუდოისტები ტოკიოში აღარ იასპარეზებენ.
როგორც გითხარით, ტოკიოს გრანდ სლემი 2025 წელს ბოლო დიდი ტურნირი იქნება. რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთი ბოლო დიდი სლემის ტურნირი აბუ-დაბიში გაიმართა, სადაც ოქროს მედალი ლაშა ბექაურმა მოიპოვა, ბრინჯაოს მედლის პრიზიორები კი გიორგი სარდალაშვილი და ირაკლი დემეტრაშვილი გახდნენ.