ედუარდო კამავინგა, ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი
Aa
Aa

ტრენტი 2 თვე იუქმებს, კამავინგა სერიოზულ ტრავმას გადაურჩა

მადრიდის „რეალის“ ინგლისელი მცველი ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი ტრავმირებულია. ინფორმაცია ამის შესახებ „ბლანკოსის“ ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ტრენტს, რომელიც „ბილბაოსთან“ მატჩში 55-ე წუთზე შეცვალეს, მარცხენა ფეხის ოთხთავა კუნთის ტრავმა აქვს. მედიის ინფორმაციით, განაპირა მცველი დაახლოებით 2 თვე იუქმებს.

რაც შეეხება ედუარდო კამავინგას, რომელმაც „ბილბაოსთან“ მატჩი ასევე ვერ დაასრულა, ის სერიოზულ ტრავმას გადაურჩა. Marca-ს ინფორმაციით, ფრანგი შესაძლოა მოედანზე უკვე „სელტასთან“ უახლოეს მატჩში ვიხილოთ. უახლოეს დღეებში „რეალის“ სამედიცინო შტაბი კამავინგას მდგომარეობას დააკვირდება და სამატჩო განაცხადში მოხვედრასთან დაკავშირებით შაბათს იქნება მიღებული.

ცნობისთვის, „რეალმა“ „ბილბაოს“ კილიან მბაპეს დუბლითა და კამავინგას გოლით მოუგო, რის შედეგადაც „ბარსელონასთან“ ჩამორჩენა კვლავ 1 ქულამდე შეამცირა. მომდევნო ტურში „სამეფო კლუბი“ ვიგოს „სელტას“ უმასპინძლებს, „ბლაუგრანა“ კი „ბეტისს“ ესტუმრება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ისტორიის გადაწერის შანსი აქვს - მბაპე უნიკალური რეკორდის წინაშე
ისტორიის გადაწერის შანსი აქვს - მბაპე უნიკალური რეკორდის წინაშე