ალონსო: “კოლექტიური ხარისხი ვაჩვენეთ, აქ მოგება მნიშვნელოვანი იყო“
ლა ლიგის მორიგ ტურში მადრიდის რეალმა სტუმრად ბილბაო 3:0 დაამარცხა და 3-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა.
მატჩის დასრულების შემდეგ, სამეფო კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ჩაბი ალონსომ მცირე კომენტარი გააკეთა.
ალონსო:
„კილიანი შესანიშნავ ფორმაშია. ვინისიუსთან მჭიდრო კავშირი აქვს და ბრწყინვალე დუეტს ქმნიან. დღეს რეალი პირველივე წუთებიდან გამარჯვებაზე იყო ორიენტირებული. აქ გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო, რადგან გასვლითი მატჩი დიდი ხანი არ გვქონდა მოგებული. საბედნიეროდ, კვირას სახლში ვბრუნდებით.
ტიბო კურტუასგან ასეთი მოგერიებები აღარ მიკვირს. მან ლიდერობის შესაძლებლობა მოგვცა. არდა გიულერი? ჩვენ ძალიან ხშირად გვიწევს თამაში და როტაცია საჭიროა.
დღეს კოლექტიური ხარისხი ვაჩვენეთ და ეს მნიშვნელოვანია. ძალიან თანმიმდევრულები ვიყავით. ახლა სელტაზე უნდა ვიფიქროთ. გრაფიკი იმდენად რთულია, რომ ბევრი ფიქრის საშუალება არ გვაქვს.“
შეგახსენებთ, რომ 3-ჯერ დასრულებული ფრის შემდეგ, რეალმა ლა ლიგაში ლიდერობა დაკარგა. სამეფო კლუბი ბარსელონას 1 ქულით ჩამორჩება.