კრიშტიანუ რონალდუ, კილიან მბაპე, მადრიდის რეალი
Aa
Aa

ისტორიის გადაწერის შანსი აქვს - მბაპე უნიკალური რეკორდის წინაშე

ლა ლიგის მორიგ ტურში მადრიდის რეალი ბილბაოს ატლეტიკს ესტუმრა და 3:0 დაამარცხა. სამეფო კლუბმა მოუგებელი სერია შეწყვიტა.

მატჩის გმირი კილიან მბაპე იყო, რომელმაც დუბლი შეასრულა. ერთი გოლი კი ედუარდო კამავინგამ სწორედ კილიანის პასით გაიტანა.

რეალის „ათიანი“ უნიკალური რეკოდის წინაშე დგას. მას მიმდინარე კალენდარულ წელიწადში 55 გოლი დაუგროვდა და შანსი აქვს კრიშტიანუ რონალდუს რეკორდი გააუმჯობესოს.

ლეგენდარულმა პორტუგალიელმა რეალის მაისურით, ერთ კალენდარულ წელიწადში 59 გოლი გაიტანა, რაც ბლანკოსის ისტორიაში საუკეთესოა.

დეკემბერში მადრიდის რეალი კიდევ 4 მატჩს გამართავს და თუ მბაპე 5 გოლს გაიტანს რონალდუს რეკორდს გააუმჯობესებს. რეალი ამ თვეში სელტას, მანჩესტერ სიტის, ალავესს და სევილიას დაუპირისპირდება.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები