ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„კვარაცხელია ამ თვისებას საკმარისად არ იყენებს“ - ცნობილი ჟურნალისტი ხვიჩაზე

ცნობილმა ფრანგმა ჟურნალისტმა, დომინიკ სევერაკმა, საქართველოს ნაკრებისა და ხვიჩა კვარაცხელიას ამჟამინდელ მდგომარეობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ქართველ შემტევს პარიზელთა თამაშზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს.

რას ამბობს სევერაკი:

„ხვიჩას შესახებ ვიტყოდი, რომ ამჟამად თავისი ფორმის აღდგენას ცდილობს. ბოლო სანაკრებო თამაშებმა მასზე დადებითად იმოქმედა და გუნდში უფრო აქტიური დაბრუნდა. მას პერიოდულად აქვს კუნთების დაჭიმულობები, რის გამოც რამდენჯერმე მიიღო ტრავმა. არ მგონია, რომ ახლა 100%-ით იყოს ფორმაში, განსაკუთრებით დაცვაში. ვისურვებდი, რომ მარცხენა ფლანგზე ითამაშოს, რადგან ამ ეტაპზე, ბრედლი ბარკოლა ამ პოზიციაზე თამაშს არ „იმსახურებს“. ზოგადად, ამ სეზონში, ბარკოლა არც ერთ პოზიციაზე არ იმსახურებს დიდი დროით თამაშს.“

„კვარაცხელიას მნიშვნელოვანი გავლენა აქვს თამაშზე, რადგან თანდაყოლილი თვისებების გარდა, ის ლიდერიცაა, მოთამაშე, რომელიც არასდროს ნებდება და სხვებსაც მოუწოდებს, რომ მას გაჰყვნენ. ისე კარგად ვერ თამაშობს, როგორც გასულ სეზონში თამაშობდა, მაგრამ ამას გარკვეულწილად სიახლის ნაკლებობასაც მივაწერ. მას შეუძლია გაუმჯობესება, ამისთვის კი უფრო მარტივად უნდა ითამაშოს, უფრო მეტი პასი გააკეთოს და დრიბლინგზე ნაკლები ფოკუსირება მოახდინოს. ამას იმიტომ ვამბობ, რომ მას საშუალოზე მაღალი ხედვა აქვს და ამ თვისებას საკმარისად არ იყენებს.“

ცნობისთვის, დომინიკ სევერაკი გავლენიანი ფრანგი ჟურნალისტია, რომელიც Le Parisien-ის მთავარი რეპორტიორი და ამავდროულად, L’Equipe-ის კონსულტანტიცაა. სევერაკი ფრანგულ მედიაში პსჟ-სა და საფრანგეთის ნაკრების გარშემო ანალიტიკური სტატიების მომზადებით გამოირჩევა.

მიმდინარე სეზონში, ხვიჩა კვარაცხელიამ ყველა ტურნირზე პარიზული გუნდის მაისურით 15 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩაკვეტაძემ საგოლე შეტევა წამოიწყო | უოტფორდი ბირმინგემთან დამარცხდა
ჩაკვეტაძემ საგოლე შეტევა წამოიწყო | უოტფორდი ბირმინგემთან დამარცხდა