„თმა გამცვივდა“ | როგორ გამოეხმაურა პეპი ფულემთან 9-გოლიან შეხვედრას
პრემიერ ლიგის მე-14 ტურში „მანჩესტერ სიტი“ „ფულემს“ დაუპირისპირდა. ფეხბურთის გულშემატკივრებმა საოცარი შეხვედრა იხილეს, რომელშიც 9 გოლი გავიდა. „ქალაქელები“ 5:1-ს იგებდნენ, რის შემდეგაც ლონდონელებმა 3 ბურთი გაიტანეს, თუმცა ქულა ვეღარ გადაარჩინეს და 4:5 დამარცხდნენ.
„ფულემთან“ შეხვედრის შემდეგ „სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გუარდიოლამ საკუთარ გუნდზე ისაუბრა. ესპანელი სპეციალისტი ერლინგ ჰოლანდის რეკორდსაც გამოეხმაურა — ნორვეგიელმა 100 გოლი ინგლისის ჩემპიონატში ყველაზე სწრაფად, 111 შეხვედრაში გაიტანა.
პრესკონფერენციის ოთახში შესვლისას პეპმა ჟურნალისტებს მიმართა: „თამაში მოგეწონათ? მე? თმა გამცვივდა. ეს პრემიერ ლიგაა — ნებისმიერ სხვა ჩემპიონატში ყველაფერს გააკონტროლებდი, მაგრამ აქ ასე არაა. სიტყვები არ მყოფნის. ძალიან განვიცადე, მაგრამ ეს სამომავლოდ დაგვეხმარება“.
„ჰოლანდს რაც შეეხება — თუ მეტყოდით, 111 შეხვედრაში 100 გოლს გაიტანსო, გიპასუხებდით: „სერიოზულად? ამ ჩემპიონატში?“ მის გამო ბედნიერი ვარ და დღეს გუნდი მისთვის თამაშობდა“.
ცნობისთვის, „ფულემის“ დამარცხების შემდეგ „სიტიმ“ მეორე ადგილზე გადაინაცვლა. „ქალაქელებს“ 28 ქულა აქვთ და ლიდერ „არსენალს“, რომელსაც ერთით ნაკლები თამაში აქვს ჩატარებული, 2 ქულით ჩამორჩებიან.