ილია თოფურია, უსმან ნურმაგომედოვი
Aa
Aa

უსმან ნურმაგომედოვი: თოფურიას დამარცხება სირთულეს არ წარმოადგენს

PFL-ის მსუბუქი წონის ჩემპიონი, უსმან ნურმაგომედოვი დარწმუნებულია, რომ ილია თოფურიას, რომელიც UFC-ის ტიტულს მისსავე წონით კატეგორიაში ფლობს, იოლად დაამარცხებდა.

„თოფურიას სცემო, დიდ სირთულეს არ წარმოადგენს. იმიტომ, რომ, მაგალითად, არმან ცარუკიანმა იცის, როგორ მოუგოს მას. იქ რთული არაფერია. მას ჭიდაობა არ უყვარს. ერთი-ორი რაუნდიც რომ იჭიდავოს, ამისთვის საჭიროა, რომ გამძლეობა 70 კილოგრამზე გქონდეს მორგებული. როდესაც წონაში ზევით ადიხარ და ისლამ მახაჩევი არ ხარ, ძალიან გაგიჭირდება“,

– განაცხადა დაღესტნელმა მებრძოლმა Gorilla Fighting-თან ინტერვიუში.

მომავალ კვირას უსმან ნურმაგომედოვი დუბაიში, PFL-ის ტურნირზე, საჩემპიონო ქამარს ბრიტანელი ალფი დევისის წინააღმდეგ დაიცავს, ილია თოფურიამ კი გასული წლის ბოლოს ხანგრძლივი შვებულება აიღო, რათა ყოფილ მეუღლესთან სასამართლო დავა მოაგვაროს.

სამი დღის წინ PFL-ის ლიგამ ოფიციალური რეიტინგი წარადგინა, სადაც ნურმაგომედოვი საუკეთესო მებრძოლთა (P4P) სიას ლიდერობს. უახლოეს მომავალში მას UFC-ში გადასვლას უწინასწარმეტყველებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები