ისლამ მახაჩევი
Aa
Aa

„თუ არ წავა, წააგებს“ - ისლამს რჩევა მისცეს

ამჟამად UFC-ში ყველაზე დიდი დაუმარცხებელი სერია ზურგს ისლამ მახაჩევს უმაგრებს - ორი წონის 34 წლის ჩემპიონს ზედიზედ 16 ბრძოლა აქვს მოგებული და ილია თოფურიას (9), ხამზატ ჩიმაევს (9) და მოვსარ ევლოევს (9) სერიოზული სხვაობით უსწრებს. ბევრი თვლის, რომ ისლამი ქვესაშუალო წონაში დომინანტის ამპლუაში დიდი ხნის განმავლობაში იქნება, თუმცა ასე არ ფიქრობს UFC-ის ყოფილი მებრძოლი იურაი ფაიბერი, რომელმაც ასეთი კომენტარი გააკეთა:

„რა თქმა უნდა არსებობენ მებრძოლები, რომელთაც მახაჩევის დამარცხება შეუძლიათ, უბრალოდ არ ვიცი ვინ არიან კონკრეტულად ისინი. თუმცა, თუ ისლამი სპორტიდან მალე არ წავა და ბრძოლას განაგრძობს, ადრე თუ გვიან დამარცხდება. არასასურველი მეტოქე, არასასურველ დღეს - ამისგან დაზღვეული არავინ არის, რადგან შენ მხოლოდ იმის კონტროლი შეგიძლია, რაზეც ძალაუფლება გაქვს.

კი ბატონო, გულშემატკივრები ისლამის მარცხით ნამდვილად შოკირებულნი იქნებიან, მაგრამ ჩვენ მსგავსი რამ არაერთხელ გვინახავს. თუნდაც, ანდერსონ სილვა გავიხსენოთ, რომელსაც დროზე რომ დაესრულებინა კარიერა, ახლაც დაუმარცხებელი იქნებოდა“.

ცნობისათვის, ისლამ მახაჩევი ოქტაგონში ბოლოს ნოემბერში შევიდა და ქვესაშუალო დივიზიონის საჩემპიონო დაპირისპირებაში ავსტრალიელ ჯეკ დელა მადალენას მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით აჯობა. მის სავარაუდო მეტოქეებად კი კამარუ უსმანი, მაიკლ მორალესი და იან მაჩადო გარი სახელდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რა არის საჭირო თოფურიას დასამარცხებლად | ოლივეირას რჩევები გეიჯის
რა არის საჭირო თოფურიას დასამარცხებლად | ოლივეირას რჩევები გეიჯის