ედენ აზარი
Aa
Aa

აზარი: „ბარსა ჩემგან თანხმობას ვერასოდეს მიიღებდა“

ედენ აზარი ბელგიის ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად აუცილებლად დარჩება და საკლუბო დონეზეც გარკვეულ წარმატებებს მიაღწია, თუმცა ქომაგებს თავი მხოლოდ „ჩელსიში“ უმაღლეს დონეზე ასპარეზობით დაამახსოვრა, რაც სათანადოდაც დაუფასეს და პრემიერლიგის დიდების დარბაზში შეიყვანეს. მიუხედავად ამისა, მან ერთ-ერთი ინტერვიუს დროს „არისტოკრატებზე“ მაღლა „რეალი“ დააყენა, რითაც ლონდონური კლუბის ქომაგებს აუცილებლად ნაწყენს დატოვებდა.

ედენ აზარი

საუკეთესო კლუბი, სადაც მითამაშია „ჩელსი“ ნამდვილად არ არის, რადგან „რეალი“ ყოველთვის მსოფლიოს ნომერ პირველი გუნდი გახლდათ და ასეთადაც დარჩება. „ბარსელონას“ ჩემთვის წინადადებით რომ მოემართა, კატალონიელებს აუცილებლად უარით გავისტუმრებდი, რადგან მახსოვს მთელი ბავშვობა მამაჩემს ვეუბნებოდი: „იცი, მამა, ძალიან მინდა „რეალში“ ვასპარეზობდე“. რა თქმა უნდა, „ბლაუგრანას“ სათამაშო სტილი და ლეო მესი მაგარია, მაგრამ ყოველთვის ჰალა მადრიდ.

შეგახსენებთ, რომ ედენ აზარი მადრიდის „რეალის“ ღირსებას 2019-2023 წლებში იცავდა და ყველა ტურნირზე ჩატარებულ 76 შეხვედრაში თავი მხოლოდ 7 გოლით გამოიჩინა. „ჩელსიში“ კი მის ანგარიშზე 352 მატჩში 110 გოლი გახლდათ და „ლურჯებს“ ორჯერ პრემიერლიგისა და ევროპა ლიგის, თითოჯერ კი ასოციაციის და ლიგის თასის მოგებაში დაეხმარა.

 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ფეხბურთი არ ესმის, ძალიან ცუდი მწვრთნელია | ნაინგოლანმა მარტინესი მწვავედ გააკრიტიკა
ფეხბურთი არ ესმის, ძალიან ცუდი მწვრთნელია | ნაინგოლანმა მარტინესი მწვავედ გააკრიტიკა