ქალთა ნაკრებმა შეკრება დაასრულა | წინ C ლიგის მატჩებია
საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების იანვრის შეკრება დასრულდა. ირის ანტამანის გუნდი 20 იანვრიდან 24 ფეხბურთელის შემადგენლობით ემზადებოდა.
საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები მიმდინარე წლის პირველ მატჩს 3 მარტს, სტუმრად საბერძნეთის წინააღმდეგ გამართავს. C ლიგის მეოთხე ჯგუფში ჩვენი გუნდის კიდევ ერთი მეტოქე ფარერის კუნძულები იქნება.
C ლიგიდან საკვალიფიკაციო ეტაპის ორრაუნდიანი პლეი-ოფის საგზურს ჯგუფების გამარჯვებულები მიიღებენ, რომლებიც ასევე 2027 წლის ერთა ლიგის გათამაშებისთვის B ლიგაში დაწინაურდებიან. მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის დამატებით ორ საგზურს ასევე მიიღებს C ლიგის ორი საუკეთესო მეორეადგილოსანი.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა წლის პირველ შეკრებაზე
მეკარე: თათია გაბუნია (ნიკე-ლუსო, თბილისი), სვეტლანა გაბელაია (ლანჩხუთი), ლიკა ცუხურკაიძე (კვარტალი), ეკა თაბაგარი.
დაცვა: გვანცა ქადაგიშვილი (ნიკე-ლუსო, თბილისი), ნატა კვირკვაია (ელიტა, თბილისი), სოფიკო ნარსია (ნიკე-ლუსო, თბილისი), ელენე ბოლქვაძე (ნიკე-ლუსო, თბილისი), ნინო ჩხარტიშვილი (ლანჩხუთი), ნინო გუჯაბიძე (ლანჩხუთი), ანი აკობიძე (ნიკე-ლუსო,თბილისი), ნათელა წოწერია (ბათუმი).
ნახევარდაცვა/თავდასხმა: ნინო პასიკაშვილი (ლანჩხუთი), ნათია დანელია (ლანჩხუთი), ტატა მატვეევა (ლანჩხუთი), კესო მეტონიძე (ნიკე-ლუსო, თბილისი), თინათინ ამბალია (სპარტა პრაღა, ჩეხეთი), მარიამ ცისკარიშვილი (კვარტალი, თბილისი), ლიზი კაკულია (დინამო სოხუმი), ლიზი მწყერაშვილი (ლანჩხუთი), ანასტასია ბოლქვაძე (ლანჩხუთი), ნათია ჯოჯუა (დინამო სოხუმი), ნინო ბუხრიკიძე (ლანჩხუთი), ანანო წიქარიძე.
nakrebi.ge