ნიონში გოგონათა ასაკობრივი გუნდების წილისყრა გაიმართა | ვინ არიან ჩვენი მეტოქეები
Aa
Aa

ნიონში გოგონათა ასაკობრივი გუნდების წილისყრა გაიმართა | ვინ არიან ჩვენი მეტოქეები

11 დეკემბერს, ნიონში, 17 და 19-წლამდე გოგონათა ნაკრების გუნდების ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე რაუნდის წილისყრა გაიმართა.

საქართველოს 17-წლამდე ნაკრები B ლიგის მეორე ჯგუფში მოხვდა. ჩვენი გუნდის მეტოქეები ჩრდილოეთ მაკედონია, ჩრდილოეთ ირლანდია და ლუქსემბურგი იქნებიან. მატჩები 2026 წელს, 28 თებერვალიდან 6 მარტის ჩათვლით გაიმართება. ტურნირის მასპინძელი ჩრდილოეთ მაკედონიაა. 

B ლიგის მეექვსე ჯგუფში ითამაშებს 19-წლამდე ნაკრები, რომელიც ხორვატიას, ჩეხეთს და აზერბაიჯანს შეხვდება. მატჩები 2026 წელს, 11-17 აპრილს, ხორვატიაში გაიმართება. 

2026/2027 სეზონისთვის A ლიგის საგზურს ჯგუფების გამარჯვებულები და ერთი საუკეთესო მეორეადგილოსანი მოიპოვებენ. 

წყარო: nakrebi.ge

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მძიმე ტრავმა, დედის გარდაცვალება და დის ავადმყოფობა - კომპანის სირთულეები წარმატების გზაზე
მძიმე ტრავმა, დედის გარდაცვალება და დის ავადმყოფობა - კომპანის სირთულეები წარმატების გზაზე