საბა გოგლიჩიძე
Aa
Aa

კარგი ამბავი: გოგლიჩიძემ ტრავმა მოირჩინა და ქპრ-სთან თამაშისთვის მზადაა

უოტფორდის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, გუნდის ქართველმა ცენტრალურმა მცველმა საბა გოგლიჩიძემ ტრავმა მოირჩინა, მთავარ მწვრთნელ ედ სტილის განკარგულებაშია, ქპრ-სთან თამაშის წინ ვარჯიშში მონაწილეობა მიიღო.

21 წლის ფეხბურთელმა მცირე ტრავმის გამო ლესტერთან მატჩი გამოტოვა. ასევე, მას საქართველოს ეროვნულ ნაკრებში, ისრაელთან და ლიეტუვასთან არ უთამაშია. ჩემპიონშიფის მე-40 ტურში უოტფორდი ქპრ-ს ესტუმრება. მატჩი დღეს, 3 აპრილს 18:00 საათზე დაიწყება. შესაძლოა, საბა ამ მატჩში მოედანზე ვიხილოთ.

ქუთაისის ტორპედოს აღზრდილი უდინეზეს საკუთრებაა და გასულ ზამთარში იტალიურმა კლუბმა ნახევარი სეზონით უოტფორდში გაანათხოვრა. საბასთან ერთად უოტფორდში გიორგი ჩაკვეტაძე და ნიკოლოზ ჩიქოვანი არიან. მოგეხსენებათ, ჩაკვეტაძე გუნდის ერთ-ერთი ლიდერია, ხოლო ჩიქოვანი ამ ეტაპზე 21-წლამდე გუნდში თამაშობს და სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში პირველი გუნდის რიგებშიც ვიხილავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ერთად ყველაფერს შევძლებთ, ქომაგები ენერგიას მაძლევენ“ | გოგლიჩიძის ინტერვიუ
„ერთად ყველაფერს შევძლებთ, ქომაგები ენერგიას მაძლევენ“ | გოგლიჩიძის ინტერვიუ