რაფინია: ფლიკი მაშინ დამეხმარა, როცა ჩემი არავის სჯეროდა, მათ შორის მეც კი...
„ბარსელონას“ გარემარბმა, რაფინიამ გუნდის მთავარ მწვრთნელთან, ჰანსი ფლიკთან ურთიერთობაზე ისაუბრა.
- ახალმა ვიდეომ დიდი ყურადღება მიიპყრო – ჰანსი ფლიკი ძალიან აღელვებული ჩანდა, შესაძლოა ტიროდა კიდეც. თქვენ მის გვერდით იყავით, ესაუბრებოდით და ამშვიდებდით. რა მოხდა? როგორი ურთიერთობა გაქვთ ფლიკთან?
„თითქმის ყველა ინტერვიუში, როდესაც მის შესახებ მეკითხებიან, ვპასუხობ, რომ ის დამეხმარა კარიერის საუკეთესო სეზონის ჩატარებაში. მისი წყალობით ვიბრძვი ინდივიდუალური ჯილდოებისთვის. მან დამეხმარა თავიდან გამეაზრებინა ჩემი ადგილი ფეხბურთში და შემეცნო საკუთარი თავი, როგორც პიროვნება.
ბევრი რამ, რაც გასულ სეზონში მოხდა და ახლა ხდება, მისი დამსახურებაა – მან მაშინ მიწამა, როცა მეგონა, რომ არავის სჯეროდა ჩემი, მათ შორის არც საკუთარ თავს. ამიტომ, მხოლოდ მადლობა შემიძლია გადავუხადო ყველაფრისთვის, რაც გადამხდა და ახლა ჩემს თავს ხდება.
იმ ეპიზოდში, ვფიქრობ, ის თავისი ასისტენტის გაძევების გამო იყო გაბრაზებული. ჩვენს სათადარიგოთა სკამს ორი წითელი ბარათი უჩვენეს. ის ნაწყენი იყო. მოგვიანებით თქვა, რომ გუნდის თამაშითაც უკმაყოფილო დარჩა. ვცდილობდი დამემშვიდებინა და ვეუბნებოდი, რომ ჩვენ დავბრუნდებოდით და იმ მომენტში ყველაზე მნიშვნელოვანი გუნდის გამარჯვება იყო. ვფიქრობ, ჩვენ ვბრუნდებით კიდეც“.
- შესანიშნავია, რომ მასთან ასე ახლოს ხართ. ჩანს, რომ ის პატივს გცემთ, თქვენზეა მიჯაჭვული და საბოლოოდ თქვენ ხდებით დამაკავშირებელი რგოლი მწვრთნელს, შტაბსა და მოთამაშეებს შორის. აცნობიერებთ, რამდენად მაგარია ეს?
„არა, წარმოდგენა არ მაქვს. როგორც უკვე ვთქვი, ეს ბუნებრივად ხდება. ურთიერთობა დროთა განმავლობაში განვითარდა, გაჩნდა ორმხრივი მიჯაჭვულობა. ეს არის ნდობა, რომელიც ჩვენ ავაშენეთ და თავისუფლება, რომელიც შევქმენით. მას არ ერიდება ჩემთან ნებისმიერ თემაზე საუბარი და მეც შემიძლია მასთან ყველაფერზე დაუფარავად ვილაპარაკო. ეს ნდობა ჩვენს საქმეში ყველაზე მნიშვნელოვანია“.
- განაცხადა რაფინიამ Sofascore-თან ინტერვიუში.