პირველი ჰეტ-თრიკი 3 წელიწადში - ნეიმარმა მომავალზე ისაუბრა
„სანტოსისა“ და „ჟუვენტუდის“ მატჩში ნეიმარმა ჰეთ-თრიკი შეასრულა, მატჩის შემდეგ კი საკუთარ მომავალზე ისაუბრა.
რა თქვა ნეიმარმა:
„მიხარია, რომ ჩემი გოლებით „სანტოსს“ ვეხმარები. მნიშვნელოვანი 3 ქულა ავიღეთ და კიდევ ერთი მატჩი დაგვრჩა. ტრავმები? ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის ჯანმრთელობაა, პრობლემები არსებობს, მაგრამ ამას გავუმკლავდები.
ყველა მატჩში ვცდილობ, მოედანზე ის თამაში ვაჩვენო, რომელსაც ჩემგან ხალხი ელოდება. ხანდახან ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც მე მინდა, მაგრამ პასუხისმგებლობას არასოდეს გავურბივარ, ვინაიდან ჩემი შესაძლებლობები კარგად ვიცი.
მართალი გითხრათ, ჯერჯერობით არ ვიცი, სად გავაგრძელებ კარიერას. პირველ რიგში, მინდა ეს სეზონი დავასრულო, მომავალზე კი ამის შემდეგ ვიფიქრებ. ჩემთვის პრიორიტეტულ ვარიანტად „სანტოსი“ რჩება“.
ცნობისთვის, ბრაზილიის ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე „სანტოსი“ 44 ქულით მე-14 ადგილზეა. ბოლო ტურში „თევზები“ „კრუზეიროს“ უმასპინძლებენ - უმაღლეს დივიზიონში დასარჩენად მათთვის ფრეც იქნება საკმარისი.