სონენი: ილია VS არმანი - 100%-იანი გეგმაა
UFC-ის ყოფილი მებრძოლისა და ამჟამად MMA-ს ექსპერტის, ჩეილ სონენის მტკიცებით, UFC ილია თოფურიასა და არმან ცარუკიანის ჩხუბს გეგმავს.
„მე ჩემს აზრს კი არ ვაზიარებ, არამედ ფაქტს. ილია არმანის წინააღმდეგ 100%-იანი გეგმაა“, - თქვა სონენმა.
ცნობისთვის, ცარუკიანმა UFC-ში ბოლო ბრძოლა 2024 წლის აპრილში ჩარლზ ოლივეირასთან ჩაატარა და ბრაზილიელი მოწინააღმდეგე მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით დაამარცხა.
ახლახან, ილიამ განაცხადა, რომ არ სურს, მისი მომდევნო მეტოქე არმანი იყოს და ურჩევნია, ქამარი ვაკანტური გახადოს, ვიდრე მას ეჩხუბოს.
გეტყვით ასევე, რომ „ელ მატადორმა“ 29 ივნისს, ჩარლზ ოლივეირა დაანოკაუტა და მსუბუქი წონის ჩემპიონის ვაკანტურ ქამარს დაეუფლა.