ილია თოფურია, არმან ცარუკიანი
Aa
Aa

ცარუკიანი: პიმბლეტი თოფურიასთვის ჩემზე მარტივი მეტოქეა - ილიასთვის ეს იოლი ფულია

UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მებრძოლმა, არმან ცარუკიანმა ილია თოფურიაზე კიდევ ერთხელ ილაპარაკა და ახსნა, თუ რატომ ანიჭებს „ელ მატადორი“ პედი პიმბლეტთან ჩხუბს. 

„პიმბლეტი თოფურიასთვის ჩემზე მარტივი მეტოქეა, მისთვის ეს იოლი ფულია. რა თქმა უნდა, ის პედის აირჩევს და არა მე. შეიძლება ილიას ადგილზე მეც ასე მოვქცეულიყავი“, - თქვა სომეხმა მებრძოლმა.

ცნობისთვის, ცარუკიანმა UFC-ში ბოლო ბრძოლა 2024 წლის აპრილში ჩარლზ ოლივეირასთან ჩაატარა და ბრაზილიელი მოწინააღმდეგე მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით დაამარცხა. 

ახლახან, ილიამ განაცხადა, რომ არ სურს, მისი მომდევნო მეტოქე არმანი იყოს და ურჩევნია, ქამარი ვაკანტური გახადოს, ვიდრე მას ეჩხუბოს. 

გეტყვით ასევე, რომ „ელ მატადორმა“ 29 ივნისს, ჩარლზ ოლივეირა დაანოკაუტა და მსუბუქი წონის ჩემპიონის ვაკანტურ ქამარს დაეუფლა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„მოშარდვის დროს არ დაჯდეს“ - არმანმა ილიას ისლამის სიტყვები შეახსენა
„მოშარდვის დროს არ დაჯდეს“ - არმანმა ილიას ისლამის სიტყვები შეახსენა