„მის ადგილზე ასე მოვიქცეოდი“ - ხაბიბმა ისლამის წასვლის დრო დაასახელა
რამდენიმე წლის წინ ჩარლზ ოლივეირას დამარცხებისა და UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარის მოგების შემდეგ, ისლამ მახაჩევმა მის კუთხეში მდგარ ხაბიბ ნურმაგომედოვს საჯაროდ მადლობა გადაუხადა და აღიარა, რომ მის ასეთ დონეზე აყვანაში ყველაზე დიდი როლი სწორედ ხაბიბსა და მის მამას, აბდულმანაპს მიუძღვოდა. მას შემდეგ მახაჩევმა და ნურმაგომედოვმა ერთად ბევრი გამარჯვება იზეიმეს, ხოლო შეკითხვაზე, თუ როდის უნდა დაასრულოს ისლამმა კარიერა, ამაზე ხაბიბს ასეთი პასუხი აქვს:
„ისლამი ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას თავად მიიღებს, მაგრამ მე მის ადგილზე აქტიური სპორტიდან წელიწადნახევარი-ორი წლის გასვლის შემდეგ წავიდოდი. არ დაგავიწყდეთ, რომ ოქტომბერში მახაჩევი 34 წლის ხდება, რაც პატარა ასაკი არ გახლავთ და ყველა დიდი სპორტსმენი კარიერის დასრულებას ფორმის პიკზე ყოფნის პერიოდში უნდა ცდილობდეს. მე 32 წლის ვიყავი, როდესაც ჩავთვალე საჭიროდ რომ შევჩერებულიყავი, თუმცა ეს უფრო მეტად პირადი პრობლემების გამო გავაკეთე“.
შეგახსენებთ, რომ ისლამ მახაჩევმა ბოლო ბრძოლა იანვარში ჩაატარა და რენატო მოიკანო საბმიშენით დაამარცხა. მომავალ შემოდგომაზე კი უკვე ქვესაშუალო წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამარს შეუტევს, სადაც მისი მეტოქე ჯეკ დელა მადალენა იქნება.