შონ ომალი, კორი სენდჰეგენი
Aa
Aa

„ტიტულისთვის ბრძოლა სენდჰეგენთან მსურს“ - ომალი დვალიშვილს აღარ ახსენებს

უკანასკნელი ცხრა თვის განმავლობაში მერაბ დვალიშვილთან ორჯერ დამარცხებული შონ ომალი UFC-ის სუპერმსუბუქ წონით დივიზიონში მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით აკვირდება და წამყვან პოზიციებზე დაბრუნებას აპირებს. თუმცა, როგორც ჩანს ამ ყველაფრის გაკეთება მერაბ დვალიშვილის გვერდის ავლით სურს, რაც ამჟამად პრაქტიკულად შეუძლებელია. „შუგა“ რატომღაც მიიჩნევს, რომ ოქტომბერში ქართველ „მანქანას“ კორი სენდჰეგენი დაამარცხებს და შემდეგ ქამრის დაბრუნებას სწორედ მასთან დაპირისპირებაში შეეცდება.

რას ამბობს ომალი

ზედიზედ ორი მარცხის გამო თავს ცოტა არ იყოს უცნაურ მდგომარეობაში ვგრძნობ, მაგრამ ტიტულისთვის ბრძოლაზე უარის თქმას არ ვაპირებ, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ამის შანსი სენდჰეგენთან მომეცემა. ჩვენს შორის ძალიან საინტერესო ბრძოლა უნდა შედგეს და ადრე თუ გვიან, ეს აუცილებლად მოხდება.

ცნობისათვის, კორი სენდჰეგენი ამჟამად დივიზიონის მეოთხე ნომერია და დვალიშვილთან ჩხუბის შანსი 5 ოქტომბერს, პირველად მიეცემა. რაც შეეხება ომალის, მას მერაბმა ორჯერ უკვე მოუგო - პირველად მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით, ხოლო მეორედ საბმიშენით.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„სენდჰეგენს გამძლეობა არ ეყოფა“ - იანის პროგნოზი
„სენდჰეგენს გამძლეობა არ ეყოფა“ - იანის პროგნოზი