ლუკა დონჩიჩი, ლოს ანჯელეს ლეიკერსი
Aa
Aa

165 მილიონი 3 წელიწადში | დონჩიჩმა ლეიკერსთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

ლუკა დონჩიჩმა „ლოს ანჯელეს ლეიკერსთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა. ახალი კონტრაქტის მიხედვით, 26 წლის სლოვენიელი გამთამაშებელი 3 წელიწადში 165 მილიონ დოლარს მიიღებს. კონტრაქტით გათვალისწინებულია თანამშრომლობის ერთი წლით გახანგრძლივებაც.

გარდა ამისა, 2028 წელს დონჩიჩს ექნება უფლება, გააფორმოს 5-წლიანი კონტრაქტი, რომელიც მას 417 მილიონ დოლარს მოუტანს.

„ლეიკერსის“ გამთამაშებელმა კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე მცირე კომენტარიც გააკეთა.

„მადლობა „ლეიკერსის“ ხელმძღვანელობას, ჩემს თანაგუნდელებს და გულშემატკივრებს იმისათვის, რომ პირველივე დღიდან მე და ჩემი ოჯახი დიდი სიყვარულითა და სითბოთი მიგვიღეს. ეს შესანიშნავი კლუბია და მჯერა, რომ წინ დიდი წარმატება გველის. ძალისხმევას არ დავიშურებ, რომ „ლეიკერსს“ კიდევ ერთი ჩემპიონობა მოვუტანო. მინდა, გულშემატკივრებმა ჩვენით იამაყონ. ეს მხოლოდ დასაწყისია. მოუთმენლად ველოდები ყველაფერს, რაც წინ გველის“.

შეგახსენებთ, რომ თებერვალში „დალასმა“ დონჩიჩი „ლეიკერსს“ ენტონი დევისში გაუცვალა. ლუკა „მავერიქსის“ ღირსებას 2018 წლიდან იცავდა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„მაშინვე ბრაიანტი გამახსენდა“ - ჰალიბერტონმა ტრავმის ეპიზოდი გაიხსენა
„მაშინვე ბრაიანტი გამახსენდა“ - ჰალიბერტონმა ტრავმის ეპიზოდი გაიხსენა