შეჩერებული მატჩი და ხუთი გოლი - დინამო თბილისმა ბათუმში გაიმარჯვა
Aa
Aa

შეჩერებული მატჩი და ხუთი გოლი - დინამო თბილისმა ბათუმში გაიმარჯვა

აჭარის დედაქალაქში გამართული „დინამო ბათუმი“ – „დინამო თბილისის“ შეხვედრა ნაკლებად დაძაბული, თუმცა საინტერესო და დრამატული მოვლენებით აღსავსე გამოდგა. თავდაპირველად გეტყვით სერიოზული ინციდენტის თაობაზე, რომელიც სავსებით შესაძლებელი იყო სავალალო შედეგით დასრულებულიყო, თუმცა საბედნიეროდ ახლა ყველაფერი კარგადაა. 50-ე წუთზე, კარიდან გამოსვლისას, „დინამო ბათუმის“ მეკარე ლაზარე კუპატაძე შემთხვევით ტუნისელ თანაგუნდელს, გაიტ უაჰაბის დაეძახა, რომელმაც გონება დაკარგა და რეანომობილით საავადმყოფოში გადასაყვანი გახდა. სწორედ ამ ეპიზოდის გამო, შეხვედრა დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში შეჩერებული იყო და პაუზის შემდეგ გაგრძელდა.

უშუალოდ მატჩს რაც შეეხება, „დინამო თბილისმა“ ფინანსურ კრიზისში მყოფი მეტოქე 4:1 დაამარცხა და სატურნირო ცხრილში პროგრესირება განაგრძო. დუბლი ონორე გომისმა შეასრულა და სენეგალელმა ყოფილი გუნდის კარში გატანილი ბურთები არ აღნიშნა. თითო გოლი კი ახალგაზრდა ფეხბურთელების, ირაკლი სირაძისა და ნიკოლოზ ჩიქოვანის ანგარიშზეა, რასაც „დინამო ბათუმის“ მხრიდან ზუსტი დარტყმით მხოლოდ ლევან ხოზრევანიძემ უპასუხა, რომელმაც თავი ცვლილებაზე გამოსვლიდან ერთ წუთში გამოიჩინა.

ამ გამარჯვებით „დინამო თბილისმა“ სატურნირო ცხრილში „დინამო ბათუმს“ გადაუსწრო და 32 ქულით მესამე ადგილზე გადაინაცვლა, ხოლო გიორგი ჭიაბრიშვილის შეგირდები მეოთხე პოზიციაზე ჩამოქვეითდნენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სხვაობა სამ ქულამდე შემცირდა - დილა იბერიას მიუახლოვდა
სხვაობა სამ ქულამდე შემცირდა - დილა იბერიას მიუახლოვდა