რობერტ ლევანდოვსკი, მარკუს რაშფორდი, პაბლო გავი
Aa
Aa

რაშფორდის სადებიუტო გოლი - ბარსამ აზიური ტურნე მოგებით დაასრულა

3 მატჩი, 3 მოგება, 15 გატანილი და 4 გაშვებული გოლი - „ბარსელონამ“ აზიური ტურნე ასპროცენტიანი შედეგით დაასრულა და ახალი სეზონის დაწყების წინ, საკმაოდ კარგი მოსამზადებელი შეკრება გამოუვიდა. ჰანსი ფლიკის შეგირდებმა დღეს უცხო კონტინენტზე ბოლო მატჩი ჩაატარეს და კორეის „დაეგუ“ 5:0 დაამარცხეს. ამ შეხვედრაში დუბლი პაბლო გავიმ შეასრულა, თუმცა მთავარი აღსანიშნავი ფაქტი მარკუს რაშფორდის სადებიუტო გოლი გახლდათ.

ხუთიდან სამი ბურთი კატალონიელებმა პირველ ტაიმში გაიტანეს - გავიმ ლამინ იამალის პასით ისარგებლა და ანგარიში გახსნა, რასაც რობერტ ლევანდოვსკის გოლიც მოჰყვა. პირველი ტაიმის კომპენსირებულ დროში კი, გავიმ დუბლის შესრულება ჯულს კუნდეს კარგი გადაცემით მოახერხა, როდესაც მეტოქე გუნდის მეკარეს ბურთი თავზე გადაუგდო.

მეორე ტაიმში ფლიკმა მთლიანი შემადგენლობა შეცვალა და თავის გამოჩენის შანსი სხვა ფეხბურთელებს მისცა, რასაც მასპინძლების კარში კიდევ ორი ბურთი მოჰყვა. 17 წლის ტონი ფერნანდესმა მეტოქე გუნდის კარი 54-ე წუთზე აიღო, ხოლო რაშფორდმა „ბარსას“ რიგებში თავისი პირველი გოლი 65-ე წუთზე გაიტანა.

10 აგვისტოს, გამპერის თასზე „ბარსელონა“ სესკ ფაბრეგასის მომზადებულ „კომოს“ შეხვდება, ხოლო ესპანეთის ლა ლიგის პირველ ტურში, 16 აგვისტოს, სტუმრად „მალიორკასთან“ ითამაშებს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„მთავარია, გამარჯვებული სამართლიანად გამოვლინდეს“ - რაფინია ოქროს ბურთზე
„მთავარია, გამარჯვებული სამართლიანად გამოვლინდეს“ - რაფინია ოქროს ბურთზე