როდრიგო გოეში
Aa
Aa

რეალი როდრიგოს €80 მილიონზე ნაკლებად არ გაყიდის

როდრიგო მადრიდის „რეალიდან“ წასვლაზე დაფიქრდა. ამის შესახებ ESPN-ი იუწყება. 

რამდენიმე კვირის წინ, ბრაზილიელი ვინგერის წარმომადგენლებმა ტელეარხს დაუდასტურეს, რომ მისი სხვა კლუბში წასვლის შესაძლებლობა არსებობს. მანამდე კი ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ როდრიგოს დარჩენა სურს.

24 წლის ბრაზილიელის პოტენციურ ტრანსფერზე უკვე რამდენიმე შუამალი შუამავალი მუშაობს, თუმცა ოფიციალური მოლაპარაკებები ჯერ არც ერთ კლუბს არ გაუმართავს.

როგორც იწერება, სამეფო კლუბი ბრაზილიელის სანაცვლოდ 100 მილიონ ევროს მოითხოვს, თუმცა მის გაყიდვას 80 მილიონ ევროზე ნაკლებად არ აპირებს.

შეგახსენებთ, რომ როდრიგის მოქმედი კონტრაქტი 2028 წლის ივნისამდეა გათვლილი. გასულ სეზონში, როდრიგომ 54 მატჩი ჩაატარა, 14 გოლი გაიტანა და 11 ასისტი მიითვალა. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 90 მილიონი ევროა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ევერტონი, რენი, სევილია და მთავარი პრობლემა | რას წერს Footmercato ზურიკოზე
ევერტონი, რენი, სევილია და მთავარი პრობლემა | რას წერს Footmercato ზურიკოზე