ალ-ნასრს გრინვუდის ყიდვა უნდა
მეისონ გრინვუდი შესაძლოა „ალ-ნასრში“ გადავიდეს. ამის შესახებ Marca წერს.
გამოცემის ინფორმაციით, არაბულ კლუბს „მარსელის“ ნახევარმცველის გაფორმება სურს. 23 წლის ინგლისელ ფეხბურთელს ფრანგულ კლუბთან კონტრაქტი 2029 წლამდე აკავშირებს.
როგორც იწერება, კრიშტიანუ რონალდუმ გარიგების წარმატებულად გაფორებაში შესაძლოა საკვანძო როლი ითამაშოს. წარსულში ეს 2 ფეხბურთელი „მანჩესტერ იუნაიტედის“ შემადგენლობაში თამაშობდა.
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში გრინვუდმა 34 მატჩი ჩაატარა, 21 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 40 მილიონი ევროა.