დონარუმა მზადაა, რომ პსჟ ვადაზე ადრე დატოვოს | ჯეიკობსი
ჯანლუიჯი დონარუმა მზადაა, რომ პსჟ-თან კონტრაქტი ვადაზე ადრე გაწყვიტოს. ამის შესახებ ბენ ჯეიკობსი წერს.
Givemesport-ის კორესპონდენტისა და TalkSport-ის კომენტატორის ინფორმაციით, იტალიელი მეკარე მზადაა პარიზელები დატოვის, თუ მას არ უპოვიან კლუბს კარიერის გასაგრძელებლად.
ამასთან, როგორც იწერება, ჯერჯერობით ჯიჯის წარმომადგენლები სერიოზულ მოლპარაკებებს არ მართავენ „გალათასარაისთან“ და „მანჩესტერ იუნაიტედთან“, რომლებმაც დონარუმას მიმართ ინტერესი გამოხატეს.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ „პარი სენ-ჟერმენი“ ახლოსაა „ლილის“ მეკარის, ლუკას შევალიეს გაფორმებასთან და როგორც ჯეიკობსი იუწყება, ის მთავარი გოლკიპერი იქნება.
შეგახსენებთ, რომ დონარუმა პსჟ-ს ღირსებას 2021 წლიდან იცავს. Transfermarkt-ზე მისი საბაზრო ღირებულება 40 მილიონი ევროა.