პსჟ და ლილი შევალიეს ტრანსფერზე შეთანხმდნენ | ტავოლიერი
„პარი სენ-ჟერმენმა“ და „ლილმა“ ლუკას შევალიეს ტრანსფერი შეათანხმეს. ამის შესახებ RMC Sport-ის ჟურნალისტი საშა ტავოლიერი წერს.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარიზულმა კლუბმა და 23 წლის მეკარემ 5-წლიანი კონტრაქტის გაფორმების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყეს.
როგორც ტავოლიერი იუწყება, გარიგების საფასური 40 მილიონი ევროა, ბონუსები გათვალისწინებით.
ამ დროისთვის პსჟ აზუსტებს დეტალებს სამედიცინო შემოწმებამდე, რომელსაც ფრანგი გოლკიპერი მიმდინარე კვირაში გაივლის.
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში შევალიემ 34 მატჩი ჩაატარა. ის „ლილის“ ღირსებას 2020 წლიდან იცავს.
გეტყვით ასევე, რომ ჯანლუიჯი დონარუმამ შესაძლოა, „პარი სენ-ჟერმენი“ დატოვოს. იტალიელი მეკარის საკუთარ რიგებში ხილვით „გალათასარაი“, „ჩელსი“, „მანჩესტერ იუნაიტედი“, „მანჩესტერ სიტი“ და რამდენიმე საუდის არაბული კლუბია დაინტერესებული.