ქართველი ფეხბურთელების გუნდების მეტოქეები | წილისყრის შედეგები
შვეიცარიის ქალაქ ნიონში კონფერენს ლიგისა და ევროპა ლიგის პლეიოფების წილისყრა გაიმართა. ქართულ კლუბებს ევროტურნირებზე თამაშის შანსი აღარ აქვთ, ქართველი ლეგიონერების გუნდებისთვის კი ასეთი სცენარები მივიღეთ:
ევროპა ლიგა
გიორგი გოჩოლეიშვილისა და ირაკლი აზაროვის „შახტარი“ მესამე რაუნდში „პანათინაიკოსს“ ხვდება. ბერძნული ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, უკრაინული კლუბი „სამსუნსპორს“ დაუპირისპირდება. გურამ კაშიას „სლოვანი“ ჩემპიონთა ლიგის მესამე რაუნდში ლუკა გადრანისა და გიორგი ზარიას „ქაირათს“ უპირისპირდება. დამარცხებული გუნდი ევროპა ლიგაზე საუკეთესოს ვინაობას „იანგ ბოიზთან“ გაარკვევს.
ლაშა ოდიშარიას „რფს“ ევროპა ლიგის მესამე რაუნდში „კუპსს“ შეხვდა. თუ ლატვიელებმა მოიგეს „ფრედრიკსტადისა“ და „მიდტიულანდის“ წყვილის გამარჯვებულს დაუპირისპირდებიან. თუ ლუკა გუგეშაშვილის „პაოკმა“ „ვოლფსბერგერი“ დაამარცხა, „რიეკას“ ან „შელბურნს“ შეხვდება.
კონფერენს ლიგა
თუ ლაშა ოდიშარიას „რფს“ „კუპსთან“ დამარცხდა, „ჰამრუნისა“ და თელავივის „მაკაბის“ წყვილის წაგებულს შეხვდება. თუ „შახტარი“ „პანათინაიკოსთან“ დამარცხდა, „სერვეტსა“ და „უტრეხტის“ წყვილის წაგებულთან გაარკვევს საქმეს. ანზორ მექვაბიშვილისა „კრაივამ“ თუ გიორგი მოისწრაფიშვილის „ტრნავა“ დაამარცხა, „ვიკინგს“ ან „ბაშაქშეჰირს“ დაუპირისპირდება. თუ ანტონ თოლორდავასა და თემურ ჩოგაძის „კაუნო ჟალგირისმა“ „არდას“ მოუგო, „რაკუვს“ ან „მაკაბი ჰაიფას“ შეხვდება. „პოლისია“, რომლის შემადგენლობაში გიორგი მაისურაძე თამაშობს, „პაკშის“ დამარცხების შემთხვევაში „ფიორენტინას“ გაეჯიბრება. „პაოკი“ „ვოლფსბერგერის“ წაგებული „არაზი“ „ომონიას“ მოგებულს შეხვდება. გიორგი ქვილითაიას „არისი“ „აეკის“ დამარცხების შემთხვევაში „ანდერლეხტს“ ან „შერიფს“ დაუპირისპირდება.