ჩემპიონთა ლიგის პლეიოფი | შტურმის, ქაირათისა და სლოვანის მეტოქეები ცნობილია
შვეიცარიის ქალაქ ნიონში, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეიოფის წილისყრა გაიმართა. ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრის შანსი გურამ კაშიას „სლოვანს“, ოთარ კიტეიშვილის „შტურმსა“ და ლუკა გადრანისა და გიორგი ზარიას „ქაირათს“ აქვთ.
„სლოვანი“ და „ქაირათი“ მესამე რაუნდში ერთმანეთს ხვდებიან. გამარჯვებული პლეიოფში „სელტიკს“ დაუპირისპირდება და შოტლანდიელები პირველ შეხვედრას საკუთარ კედლებში გამართავენ. რაც შეეხება „შტურმს“, გრაცელები საუკეთესოს ვინაობას „ბოდო-გლიმტის“ წინააღმდეგ გაარკვევენ.
ცნობისთვის, ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩები 5-6 აგვისტოს გაიმართება. „სლოვანი“ და „ქაირათი“ 6 აგვისტოს ითამაშებენ და სლოვაკები პირველ შეხვედრას სტუმრად ჩაატარებენ. გამმეორებით დაპირისპირებას 12 აგვისტოს ვიხილავთ.